შინაარსზე გადასვლა

ჯავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დროებითი
ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული
ერთეული
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ადმ. ცენტრი ჯავა
კოორდინატები 42°23′25″ ჩ. გ. 43°55′20″ ა. გ. / 42.390389° ჩ. გ. 43.922306° ა. გ. / 42.390389; 43.922306
ფართობი 1448 კვადრატული კილომეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ჯავის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ჯავის მუნიციპალიტეტი
ჯავის მუნიციპალიტეტი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ჯავის მუნიციპალიტეტი

ჯავის მუნიციპალიტეტი[1][2][3][4][5][6][7][8][9][10][11][12][13][14][15][16][17][18][19][20][21][22] — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადიოდა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.

1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. რაიონის ტერიტორია შეადგენდა 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 1 დაბაა (ჯავა), 8 საკრებულო და 104 სოფელი. 1991 წლის 27 აპრილს ჯავის რაიონს მოაკლდა 59 ათასი ჰექტარი ტერიტორია. სინაგურის სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს, ხოლო კიროვისა და ჩასავლის საბჭოები – ონის რაიონს.[23]

ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციული დაყოფით შენარჩუნებულია ჯავის რაიონი.

  1. საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ - napr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულება N41 - gov.ge
  3. საქართველოს მთავრობის შიდა ქართლის განვითარების სტრატეგია - gov.ge
  4. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით
  5. საქართველოს საკადასტრო რუკა - gisappsn.reestri.gov.ge
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ - matsne.gov.ge
  7. რეგისტრირებული ორგანიზაციების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით - საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია
  8. საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი - შემოსავლების სამსახური
  9. გორის მუნიციპალიტეტი - ენციკლოპედია საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  10. მოსახლეობის აღწერის შედეგები - pop-stat.mashke.org
  11. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მდებარეობა - rls.gov.ge
  12. მცხეთა მთიანეთის მდებარეობა - mbg.ge
  13. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მდებარეობა - kazbegi.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-04. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  14. ონის მუნიციპალიტეტის მდებარეობა - oni.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  15. მიწის მდგრადი მართვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-03-24.
  16. საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - infogeo.ge
  17. საქართველოს მოსახლეობა - business.org.ge
  18. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი - nplg.gov.ge
  19. ქართული ღვინის ჯიშები - საქართველოს კულტურის სამინისტრო, ღვინის სააგენტო
  20. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო
  21. ეკონომიკური სუბიექტის ძებნა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  22. საფოსტო ინდექსები - საქართველოს ფოსტა
  23. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ