ცხელი ხაზი : +995 577 95 31 39

მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მიეკუთვნება. მას სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ². ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტყის რესურსები 4 790 ჰა-ს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 4%-ია. ტყეების დიდი ნაწილი, კერძოდ კი 3 500 ჰა სუბ- ალპურ ზონაშია განლაგებული. ამას გარდა, 4 000 ჰა ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებშია დაცული.

 სტეფანწმინდა თბილისიდან დაშორებულია 150 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 2.5-3 საათის გზით. იგი ასევე მდებარეობს 12 კილომეტრის, ანუ 10 წუთის გზაზე რუსეთის საზღვრიდან და 45 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 1 საათის გზაზე  ვლადიკავკაზიდან, რომელიც ჩრდილო ოსეთის რეგიონალურ დედაქალაქს წარმოადგენს.

გააზიარე