მსხლები (ჯავის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
მსხლები[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი–ჯავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბარსი, ბახუტა, ბუზალა, დიდი გუფთა, ზემო კორსევი, თანდელთა, ითრაფისი, კოდიბინა, კულუხთა, მორგო, ნინია, ნოგყაუ, პატარა გუფთა, რაგი, რარო, საკირე, სიუკათა, ტონტობეთი, უგარდანთა, უჩვარსი, ფაწა, ქვემო კორსევი, შიხანთური, ხუმსართა, ჯრია). ზღვის დონიდან 1140 მეტრი, ჯავიდან 2 კილომეტრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 183.