შინაარსზე გადასვლა

Neo Geo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Neo Geo



ზემოთ: Neo Geo AES-ის კონსოლი
ქვემოთ: 4 სლოტიანი MVS-ის არკადული კაბინეტი
მწარმოებელი SNK Corporation
პროდუქტის ოჯახი Neo Geo
ტიპი არკადული სისტემა
სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი

[1] Neo Geo Multi Video System
იაპ 26 აპრილი, 1990
ჩრდ.ამ. 22 აგვისტო, 1990
ევრ 1991
Neo Geo Rental System/Neo Geo Advanced Entertainment System

იაპ 26 აპრილი, 1990 (არენდა),
1 ივლისი, 1991 (სახლის)

ჩრდ.ამ. 1 ივლისი, 1991
თავდაპირველი ფასი აშშ$649.99
შეწყდა 1997 (აპარატული)
2004 (პორგრამული)
2007 (ტექნიკური მხარდაჭერა)
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 8 ვტ ძველს სისტემებს
სისტემური ჩიპი 5 ვტ ახალ სისტემებს
პროცესორი Motorola 68000 @ 12მჰც
Zilog Z80A @ 4მჰც
მეხსიერება 64კბ RAM, 84კბ VRAM, 2კბ ხმის მეხსიერება
მეხსიერების საცავი მეხსირების ბარათი
მონიტორი 320×224 გაფართოება
ხმა Yamaha YM2610
შემდეგი Neo Geo CD (1994)
Hyper Neo Geo 64 (1997

Neo Geo (იაპონ. ネオジオ ნეოჯიო?) —24 ბიტიანი კარტრიჯული არკადული სისტემა და მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი და გამოშვებული იაპონური კომპანია SNK Corporation-ის მიერ 1990 წლის 26 აპრილს. იგი იყო პირველი სისტემა Neo Geo სერიიდან.

თავდაპირველად გამოვიდა Neo Geo-ს ხურდის არკადული სისტემა Neo Geo: MVS (Multi Video System), ხოლო შემდგომში ამას მოჰყვა Neo Geo-ს სახლის ვერსია სახელწოდებით Neo Geo: AES (Advanced Entertainment System). ორივეს, არკადულსაც და სახლის ვერსიას გააჩნდათ ერთი და იმავე მახასიათებლები — Motorola 68000-ის ცენტრალური პროცესორი 12 მეგაჰერცით, როგორც ძირითადი პროცესორი, ხოლო როგორც მეორეხარისხოვანი — Zilog Z80 4 მეგაჰერცით, ოპერატიული მეხსიერება 64 კბ, ვიდეო მეხსერება — 84 კბ და Sound chip: Yamaha YM2610-ის ხმის ჩიპი.

სისტემას იმ დრშო არსებულ ნებისმიერ სახლის კომპიუტერზე ან კონსოლზე მძლავრი მახსიათებლები გააჩნდა. MVS-ის არკადული ავტომატი 1990-იან წლებში იქცა პოპულარულად, მისი დაბალი ფასის, ექვსი კარტრიჯული სლოტისა და კომპაქტური ზომიდან გამომდინარე. მასზე გამოვიდა რამდენიმე წარმატებული ფრენჩაიზი, მათ შორის Fatal Fury, Art of Fighting, Samurai Shodown, The King of Fighters და Metal Slug. რაც შეეხება სახლის ვერსიას, იაპონიაში გაყიდვები საკმაოდ დამაჯერებილი იყო, თუმცა აშშ-ში ვერ შეძლო ფეხის მოკიდება, მაღალი ფასიდან გამომდინარე.

Neo Geo იქცა საკულტო ვიდეო თამაშების სისტემად და იწარმოებოდა 7 წლის განმავლობაში, 1997 წლამდე, თუმცა თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებამ 2004 წლამდე გასტანა,[2] რამაც აქცია ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივად არსებულ კონსოლად ვიდეო თამაშების ისტორიაში.[3] 1994 წელს გამოვიდა AES-ის მემკვიდრე Neo Geo CD, რომელიც აღჭურვილი იყო CD ROM მოწყობილობით, ხოლო არკადული ავტომატის, MVS-ის მემკვიდრედ იქცა Hyper Neo Geo 64, გამოსული 1997 წელს. 2012 წელს, პორტატიული კონსოლის, Neo Geo X-ის გამოსვლით ბრენდი Neo Geo კვლავ აღდგა.[4][5][6][7]

1997 წლის მონაცემით, Neo Geo და Neo Geo CD-ის კომბინირებულმა გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 980,000 ეგზემპლარს მიაღწია.[8] 2009 წელს, სატ IGN-მა თავის სიაში 25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი, სისტემას 19-ე ადგილი მიუჩინა.[9]

  • Speciale Neo Geo, in MCmicrocomputer, nº 111, Technimedia, ottobre 1991, pp. 274-275, ISSN 1123-2714

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Neo-Geo Hardware Specification. Archive.org. ციტირების თარიღი: 2014-07-22.
  2. Hirohiko Niizumi, [1][მკვდარი ბმული], GameSpot, July 23, 2004, Accessed June 8, 2008.
  3. Longest support for an arcade system
  4. Plunkett, Luke. The "New" Neo Geo Handheld Goes on Sale Very Soon. Kotaku. ციტირების თარიღი: 16 March 2012.
  5. Dutton, Fred. New NeoGeo handheld confirmed. Eurogamer. ციტირების თარიღი: 16 March 2012.
  6. „NEOGEO X GOLD ENTERTAINMENT SYSTEM Announced for Worldwide Distribution“. RetroGamingRoundup. 13 August 2012.
  7. New console out today as NEO GEO X hits EU/US. Games Radar. Future Publishing (December 18, 2012). ციტირების თარიღი: January 28, 2013.
  8. Consoles +, issue 73
  9. NeoGeo is number 19. IGN. ციტირების თარიღი: 2012-01-26.