შინაარსზე გადასვლა

Atari 5200

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atari-5200

Atari 5200-ის სისტემა და კონტროლერი
შემქმნელი Atari, Inc.
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 198211ნოემბერი 1982
შეწყდა 21 მაისი, 1984 (1984-05-21)
გაიყიდა 1 მილიონი[1]
პროცესორი MOS 6502C @ 1.79 მგჰ
კონტროლერის შეტანა ჯოისტიკი
ტრეკბოლი
წინა Atari 2600
შემდეგი Atari 7800

Atari 5200 SuperSystem, უკეთ ცნობილი, როგორც Atari 5200მეორე თაობის სათამაშო კონსოლი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Atari, Inc.-მა და გამოსცა 1982 წლის ნოემბერში. ის არის ცნობილი კონსოლის, Atari 2600-ის მემკვიდრე[2] და შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Mattel Intellivision-ისთვის. თუმცა მან კონკურენცია უფრო ColecoVision-ს გაუწია, ვიდრე Intellivision-ს.[3].

5200-ის შიდა აპარატული უზრუნველყოფა თითქმის სრულიად იდენტურია Atari-ს 8 ბიტიანი კომპიუტერებისა. თუმცა პროგრამულად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მასში განთავსებული იყო 1.79 მეგაჰერციანი MOS 6502C-ის ცენტრალური პროცესორი, ANTIC-სა და GTIA-ის გრაფიკული ჩიპი და 16 კბ ოპერატიული მეხსიერება. კონტროლერად გამოიყენებდა ჯოისტიკს, რომელიც აღჭურვილი იყო რამდენიმე ღილაკით. საიტმა IGN, მისი ძირითადი კონტროლერი დაასახელა მე-10 ყველაზე ცუდ კონტროლერად.

კონსოლი სხვადასხვა ხარვეზების გამო კომერციულად ჩავარდა. მისი თამაშების უმრავლესობა მოიცავდა მისი წინამორბედის თამაშების განახლებულ ვერსიებს, რაც ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებელთა მოთხოვნებს. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 1 მილიონ ეგზემპლარს.[1] 1984 წლის 21 მაისის კონფერენციაზე, სადაც წარადგინეს ატარის ახალი კონსოლი Atari 7800, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს სისტემის წარმოების შეწყვეტის შესახებ.[4]

  • The Video Game Explosion: A History from PONG to Playstation and Beyond, ABC-CLIO, 2008. — 380 p, ISBN 978-0-31-333868-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Schrage, Michael (May 22, 1984). „Atari Introduces Game In Attempt for Survival“. Washington Post: C3. ციტატა: „The company has stopped producing its 5200 SuperSystem games player, more than 1 million of which were sold.“
  2. „The Atari 5200 will be available in October“. The Milwaukee Sentinel. 1 სექტემბერი, 1982. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-06. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Wolf 2008, p. 59.
  4. Sanger, David E. (May 22, 1984). „Atari Video Game Unit Introduced“. New York Times: 3 (Section D). ციტატა: „Company officials disclosed for the first time yesterday that the 5200 is no longer in production, and Atari appears to be selling off its inventory.“