FM Towns Marty
FM Towns Marty | |
---|---|
FM Towns Marty კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Fujitsu |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 20 თებერვალი, 1993 |
თავდაპირველი ფასი | 1000 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა |
იაპ 1995 |
გაიყიდა | 45,000 (31 დეკემბერი, 1993)[2] |
პროცესორი | AMD 386SX 16 მჰც |
მეხსიერება | 2 მბ |
მეხსიერების საცავი |
|
ამოღებადი საცავი | 352x232 – 640x480 გაფართოება, 256 ფერი ეკრანზე |
უკუთავსებადობა | FM Towns |
FM Towns Marty (იაპონ. エフエムタウンズマーティ) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Fujitsu-ის მიერ 1993 წელს ექსკლუზიურად იაპონიაში.[3] ის არის პირველი 32 ბიტიანი სახლის სისტემა და დაფუძნებულია 1989 წელს გამოსულ Fujitsu-ს კომპიუტერ FM Towns-ზე და ამავე დროს უკუთავსებადია FM Towns-ის ადრეულ თამაშებთან.
სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ის მოიხმარდა AMD 386SX-ის ცენტრალურ პროცესორს 16 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას[5] და CD დისკწამყვანს. კონსოლის გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 256 ფერის გამოტანა ეკრანზე.
1994 წელს კომპანიამ გამოსცა კონსოლის მოდერნიზებული ვერსია FM Towns Marty 2, რომელსაც ჰქონდა მუქი ნაცრისფერი კორპუსი, შედარებით იაფი ღირდა, თუმცა მისი წინამორბედის ინდენტური იყო. გავრცელებული აზრით, ძველთან შედარებით ახალ ვერსიას გააჩნდა უფრო სწრაფი პროცესორი, თუმცა ეს ფაქტი მცდარი აღმოჩნდა.[6] აგრეთვე არ დადასტურდა ისიც, რომ მასში განთავსებული იყო Intel 486-ის პროცესორი. Fujitsu-მ გამოსცა მესამე ვერსია FM Towns Car Marty, რომელიც გამოიყენებოდა ავტომობილის პირობებში. მას გააჩნდა ჩაშენებული სანავიგაციო სისტემა და სხვა მახასიათებლები. მისი მოხმარება შესაძლებელი იყო სახლის პირობებშიც.[7]
მიუხედავად მძლავრი აპარატული შესაძლებლობებისა, FM Towns Marty კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, 1995 წელს კონსოლის წარმოება შეწყდა. ამის მიუხედავად, მესამე მხარის დეველოპერები 1999 წლამდე აგრძელებდნენ კონსოლზე თამაშების გამოცემას.[8]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FM Towns Marty Racket Boy-ზე
- FM Towns Marty Wikia-ზე
- FM Towns Marty Console Database-ზე
- FM Towns Marty ვიდეო თამაშების მუზეუმში
- FM Towns Marty ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fujitsu FM Towns Marty/FM Towns Marty 2. Console Data Base. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
- ↑ 清水欣一『富士通のマルチメディア・ビジネス』オーエス出版社、15 მაისი, 1995第1刷、14 მარტი, 1997第4刷、ISBN 4-87190-415-6、151頁。
- ↑ FM Towns Marty. videogameconsolelibrary.com. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
- ↑ Enterprise, I. D. G.. (25 მარტი, 1991) Computerworld. IDG Enterprise. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2016.
- ↑ ACE Magazine Issue 27. archive.org. ციტირების თარიღი: 24 June 2016.
- ↑ FM Towns Marty Disassembly (2007-08-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2016-06-24.
- ↑ „International News“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (54): 92. იანვარი, 1994. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ FUJITSU FM TOWNS MARTY: A BEGINNER’S GUIDE. racketboy.com (21 თებერვალი, 2012). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
|
|