შინაარსზე გადასვლა

მბაბანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მბაბანე
ინგლ. Mbabane
ქვეყანა ესვატინის დროშა ესვატინი
კოორდინატები 26°19′00″ ს. გ. 31°08′00″ ა. გ. / 26.31667° ს. გ. 31.13333° ა. გ. / -26.31667; 31.13333
დაარსდა 1902
ფართობი 150 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1243
მოსახლეობა 94 874 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 632,49 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი H100
ოფიციალური საიტი mbabane.org.sz
მბაბანე — ესვატინი
მბაბანე

მბაბანე (ინგლ. Mbabane) — ესვატინის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, ჰოჰოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 94 874 ადამიანს შეადგენს. დაარსდა XVII საუკუნის დასასრული-XVIII საუკუნის დასაწყისში, როგორც ციხე-სიმაგრე. ქალაქში მდებარეობს ესვატინის საფონდო ბირჟა.

მას შემდეგ, რაც 1902 წელს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი ბრემერსდორპიდან (ამჟამად მანზინი) მბაბანეში გადმოიტანეს, ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო. სახელი ეწოდა ბელად მბაბანე კუნენეს პატივსაცემად, რომელიც მას ბრიტანელთა გამოჩენამდე მართავდა.

მდებარეობს მდინარე მბაბანესა და მის შენაკად პოლინჯანეზე, მდიმბის მთებში, ზღვის დონიდან 1243 მეტრზე. ავტოგზით და რკინიგზით დაკავშირებულია მოზამბიკის დედაქალაქთან და პორტთან — მაპუტუსთან.

ქალაქში მდებარეობს კვების, სამკერვალო და ლითონგადამამუშავებელი საწარმოები. ხდება სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავება. მბაბანესთან სიახლოვეს მიმდინარეობს ასბესტის დამუშავება.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mbabane. Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.
  2. Taipei - International Sister Cities. Taipei City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 2013-08-23.
  3. Maputo. Tourism in Swaziland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-12. ციტირების თარიღი: 2015-03-17.