შინაარსზე გადასვლა

დრიუ ვაისმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრიუ ვაისმანი
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1959(1959-09-07)[1] (65 წლის)
დაბ. ადგილი ლექსინგტონი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მკვლევარი[2] , ბიოქიმიკოსი, ბიოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Perelman School of Medicine at the University of Pennsylvania[3] , პენსილვანიის უნივერსიტეტი[4] და პენსილვანიის უნივერსიტეტი[5]
ალმა-მატერი ბრანდეისის უნივერსიტეტი[6] და ბოსტონის უნივერსიტეტი[6]
ჯილდოები ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[7] , Breakthrough Prize in Life Sciences[2] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[8] , როზენშტილის პრემია[9] , ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[10] , Jessie Stevenson Kovalenko Medal[11] , უორენ ალპერტის ფონდის პრემია[12] , Albany Medical Center Prize[13] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[14] [15] , ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის[16] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[1] , Cameron Prize of the University of Edinburgh, დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[17] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, William B. Coley Award[18] და ჯონ სკოტის მედალი[19]

დრიუ ვაისმანი (ინგლ. Drew Weissman) (დ. 7 სექტემბერი, 1959, ლექსინგტონი, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი იმუნოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (კატალინ კარიკოსთან ერთად, 2023).

განათლება მიიღო ბრენდაისის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, 1981) და ბოსტონის (მედიცინის დოქტორი, 1987) უნივერსიტეტებში. 1990 წელს დაამთავრა რეზიდენტურის კურსი შინაგან მედიცინაში ბეთ ისრაელ დიაკონესის სამედიცინო ცენტრში (ბოსტონი) და მოღვაწეოვა მერილენდში განაგრძო ამერიკელი იმუნოლოგის ენტონი ფაუჩის ხელმძღვანელობით. 1997 წლიდან მუშაობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში (ფილადელფია).

1990-იანი წლების დასასრულიდან ვაისმანი თანამშრომლობდა უნგრული წარმოშობის ბიოქიმიკოსთან კატალინ კარიკოსთან. მათმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ მესენჯერულ რიბონუკლეინის მჟავას (მ-რნმ) აქვს სპეციფიკური პათოლოგიური გამომწვევების წინააღმდეგ იმუნური პასუხის აღძვრის უნარი. მათ ასევე გაარკვიეს, რომ რნმ-ის სტრუქტურული ერთეულების — ნუკლეოზიდების ცვლილებით შესაძლებელია იმუნური პასუხის მოდიფიცირებაც. ეს აღმოჩენები 2021 წელს საფუძვლად დაედო მ-რნმ-ზე დაფუძნებული პირველი ვაქცინების შექმნას, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული კოვიდ-19-ის გამომწვევის — კორონავირუსის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ. 2023 წელს ვაისმანი და კარიკო ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
  2. 2.0 2.1 https://www.theguardian.com/world/2021/sep/10/scientists-egos-key-barrier-to-progress-covid-vaccine-pioneer-katalin-kariko
  3. https://www.med.upenn.edu/apps/faculty/index.php/g275/p20322
  4. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  5. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  6. 6.0 6.1 Krammer F., Palese P. Profile of Katalin Karikó and Drew Weissman: 2023 Nobel laureates in Physiology or Medicine // Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. / M. R. Berenbaum[Washington, etc.], USA: National Academy of Sciences [etc.], 2024. — Vol. 121, Iss. 9. — P. e2400423121. — ISSN 0027-8424; 1091-6490doi:10.1073/PNAS.2400423121
  7. https://www.rtve.es/noticias/20210623/premios-princesa-asturias-2021-investigacion-cientifica/2108722.shtml
  8. https://www.amacad.org/new-members-2022
  9. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  10. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees
  11. https://www.nasonline.org/programs/awards/kovalenko-medal.html
  12. https://warrenalpert.org/prize-recipients/drew-weissman
  13. https://engage.amc.edu/wp-content/uploads/2022/12/AlbanyPrize_PastRecipients_2023.pdf
  14. https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2023/press-release/
  15. Drew Weissman
  16. https://laskerfoundation.org/award/clinical/
  17. https://www.pauljanssenaward.com/winners
  18. https://www.cancerresearch.org/william-b-coley-award
  19. https://thejohnscottaward.github.io/jsc/2011-recent.html