აყირო
აყირო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lagenaria siceraria | ||||||||||||||
|
აყირო, ყელიანი გოგრა[1] (ლათ. Lagenaria siceraria) — ერთწლოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ველური სახით არ გვხვდება; კულტურაში შეყვანილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ამერიკის ტროპიკებში, საიდანაც გავრცელდა ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.[2]
დამახასიათებელია დიდი, გრძელი ფოთლები და ულვაშები. აქვს სხვადასხვა შეფერილობისა და ფორმის ნაყოფი. მათი სიგრძე 3–5 სმ-იდან 2-მდეა. მწიფე ნაყოფის ნაყოფსაფარი მერქნისებრია, წყალგაუმტარია და გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. მისგან დამზადებული ჭურჭელი სითხის შესანახადაც გამოიყენებოდა და უპირველესად ღვინის ამოსაღებად. აყიროსგან დამზადებულ ჭურიდან ღვინის ამოსაღებ ტარიან ჭურჭელს ორშიმო ეწოდება.[3]
ნორჩი ნაყოფი, ფოთლები და ყლორტი გამოიყენება საკვებში. ისინი ღარიბია ცილებითა და ნახშირწყლით, თუმცა მდიდარია ვიტამინებით, აგრეთვე კალციუმით, რკინითა და სხვა. თესლი შეიცავს 50%-მდე საკვებ ზეთს. აფრიკის ქვეყნებში იყენებენ სუპების დასამზადებლად. ღერო შეიცავს მყარ ბოჭკოს და გამოიყენება კალათებისა და ქუდის დასამზადებლად.[2]
აყირო საქართველოს ყველა ზონაშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე უხვად გვხვდება დასავლეთ საქართველოში.[4]
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აყიროს სხვადასხვა სახელწოდება აქვს: კახეთში „წყლის გოგრა“, თუშეთში „კოკოშა“, იმერეთში „კვატურა“, გურიაში „მწარე ხაპი“, სამეგრელოში „კოლო ჭურა“, „ჭურა“, „ტუტლა“ და ა.შ.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბიოლოგიური ლექსიკონი
- ↑ 2.0 2.1 Горлянка | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-03. ციტირების თარიღი: 2020-07-03.
- ↑ ორშიმო | ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ „საქართველოს ზოგიერთი ზეთოვანი კულტურიდან ვიტამინურამინომჟავური კომპლექსების მიღება თანამედროვე ტექნოლოგიური დამუშავების გზით“
- ↑ აყირო, ყელიანი გოგრა | ბოტანიკური ლექსიკონი