Resident Evil 5
Resident Evil 5 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი | Capcom |
სერია | „Resident Evil“ |
ძრავა | MT Framework v1.4[1] |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
5 მარტი, 2009
|
ჟანრ(ებ)ი | მესამე პირის შუტერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი | ძუნ ტაკეუტი |
სცენარისტი |
|
კომპოზიტორი |
|
Resident Evil 5, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard 5[ა] — მესამე პირის შუტერი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Capcom-ის მიერ 2009 წელს. ეს არის რიგით მეშვიდე ძირითადი თამაში „Resident Evil“-ის სერიიდან, რომელიც დაანონსდა 2005 წელს. თამაში PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე გამოვიდა 2009 წლის მარტში, ხოლო Microsoft Windows-ისთვის იმავე წლის სექტემბერში.
სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 4“-ის მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ, აფრიკის ერთ-ერთ რეგიონში, ორგანიზაცია B.S.A.A.-ის წევრების, (Bioterrorism Security Assessment Alliance) კრის რედფილდის და შევა ალომარის გარშემო, რომლებსაც ორგანიზაციისგან დავალებული აქვთ მსოფლიოს გაწმენდვა ბიოლოგიური იარაღისგან. კრის მოუწევს ბრძოლა მისი დაუძინებელი მტრის, ალბერტ ვესკერის წინააღმდეგ.
„Resident Evil 5“-ის გეიმპლეი არის წინამორბედის მსგავსი, სადაც ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის პერსპექტივით,[5] თუმცა ის არის სერიიდან პირველი, რომელსაც გააჩნია კოოპერატიული რეჟიმის მხარდაჭერა,[6] აგრეთვე ითვლება პირველ თამაშად სერიიდან, რომელშიც არ არის გამოყენებული Survival horror-ის ჟანრის ელემენტები. კრიტიკოსების თქმით, ის უფრო დაემსგავსა მოქმედებით თამაშს. მოთამაშეს უწევს ბრძოლა დაინფიცირებულ ზომბებთან, რომლებიც აღჭურვილნი არიან იარაღებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.[7] მასში ხელმისაწვდომია რამდენიმე სახის იარაღი, მათ შორის: პისტოლეტი, თოფი, ავტომატური შაშხანა, სნაიპერული შაშხანა, ხელყუმბარა და სხვა. „Resident Evil 4“-ის მსგავსად, ფულის მეშვეობით შესაძლებელია იარაღების განვითარება, თუმცა სირბილის დროს შეუძლებელია იარაღიდან სროლა.[8] თამაში ასევე მოიცავს ბოსებთან ბრძოლას.[8]
Capcom-მა თამაში დაანონსა 2005 წლის 20 ივლისს[9] და 2007 წელს Electronic Entertainment Expo-ზე (E3) ნაჩვენები იქნა მოკლე ტრეილერი.[10] E3-ის სრული ტრეილერი ხელმისაწვდომი შეიქმნა Xbox Live Marketplace-სა და PlayStation Store-ზე 2007 წლის 26 მაისს.[11][12] 2008 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია,[3] რომლის გადმოტვირთვის რაოდენობამ 26-დან 29 იანვარამდე შეადგინა 1.8 მილიონი.[13] საბოლოოდ თამაში გამოვიდა 2005 წლის 5 მარტს.
პროექტს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ძირითად შეაქეს გრაფიკა და ვიზუალური მხარე. შესაბამისად მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია სხვადასხვა გამოცემებისაგან.[14][15][16] მიუხედავად ამისა, გააკრიტიკეს პერსონაჟის კონტროლის არაკომფორტულობის გამო. აგრეთვე თავდაპირველად დაადანაშაულეს რასიზმში, მაგრამ ფილმების კლასიფიკაციის ბრტანული საბჭოს გამოძიებამ ეს ბრალდება დაუსაბუთბლად მიიჩნია. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PC ვერსია ფლობს 86/100,[17] PS3 ვერსია 84/100[18] და X360 — 83/100.[19]
2016 წელს თამაში ხელახლა გამოვიდა Shield Android TV-ის, PlayStation 4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთვის.[20][21] 2017 წლის ივნისის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა თამაშის 7.2 მილიონი ასლი და იქცა Capcom-ის ყველაზე გაყიდვად თამაშად და ასევე ყველაზე გაყიდვადად სერიიდან. სპეციალური გამოცემა, ოქროს გამოცემა გაიყიდა 2.3 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით.[22] 2012 წელს გამოვიდა თამაშის გაგრძელება „Resident Evil 6“.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nicolas Courcier, Mehdi El Kanafi et Bruno Provezza, Resident Evil : Des zombies et des hommes, Third, février 2015, 224 p.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „Resident Evil 5“ საიტზე MobyGames
- „Resident Evil 5“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Resident Evil 5“-ის ოფიციალური ვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gantayat, Anoop. (14 ივნისი, 2009) Capcom Talks MT Framework 2.0. Andriasang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2016.
- ↑ Snow, Blake. (14 ივლისი, 2008) Resident Evil 5 coming March 13, 2009!. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი, 2008. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2015.
- ↑ 3.0 3.1 IGN Staff. (26 ნოემბერი, 2008) Resident Evil 5 Demo Hits Next Week. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Campbell, Evan. (26 მარტი, 2015) Resident Evil 5 Gold Edition Finally Comes to Steam. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015.
- ↑ Anderson, Lark. (13 მარტი, 2009) Resident Evil 5 Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Kelly, Kevin. (24 თებერვალი, 2009) Joystiq interview: Resident Evil 5 producer Jun Takeuchi. Engadget. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015
- ↑ Sessler, Adam. Resident Evil 5 Review. G4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ 8.0 8.1 Ryan, Geddes. (6 მარტი, 2009) Resident Evil 5 Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Thorsen, Tor. Resident Evil 5 coming to 360, PS3. GameSpot (20 ივლისი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Navarro, Alex. E3 07: Resident Evil 5 Trailer Impressions. GameSpot (10 ივლისი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ New Resident Evil 5 Details. IGN (18 ივლისიმ 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2016. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Onyett, Charles. E3 2007: Microsoft Conference Live Updates. IGN (10 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 6 January 2015.
- ↑ Caoili, Eric. (24 თებერვალი, 2009) Capcom: Resident Evil 5 Demo Saw 4 Million Downloads. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ "Resident Evil 5" Wins Award for Excellence ... at Japan Game Awards. Capcom (28 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
- ↑ 2008 Nominees. Game Critics Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
- ↑ IGN 2009 Game of the Year Award Nominees. IGN (11 დეკემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2015
- ↑ Resident Evil 5 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Resident Evil 5 for PlayStation 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Resident Evil 5 for Xbox 360 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ Crider, Michael. (19 მაისი, 2016) Resident Evil 5 Lands On The SHIELD TV, But You'll Need Ten Bucks And 5.5GB Of Free Space To Play It. Android Police. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2016
- ↑ Yin-Poole, Wesley. (31 მაისი, 2016) Resident Evil 5 for PS4 and Xbox One has a release date. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2017
- ↑ Platinum Titles. Capcom (31 ოქტომბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2015.
|
- 2009 წლის ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები
- ბიოტერორიზმი მხატვრულ ლიტერატურაში
- კოოპერატიული ვიდეო თამაშები
- Games for Windows-ის სერტიფიცირებული თამაშები
- ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- PlayStation 4-ის თამაშები
- PlayStation Move-ის თამაშები
- Resident Evil-ის თამაშები
- მრავალმოთამაშიანი გაყოფილი ეკრანის თამაშები
- ტერორიზმი მხატვრულ ლიტერატურაში
- მესამე პერსონაჟის სროლები
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- Havok-ის ძრავის ვიდეო თამაშები
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Xbox One-ის თამაშები