შინაარსზე გადასვლა

Opel

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Adam Opel GmbH
ტიპი GmbH
კერძო კომპანია
GM ევროპის ნაწილი
დარგი ავტოინდუსტრია
დაფუძნდა 1862
სათავო ოფისი რუსელსჰაიმი, გერმანია
მმართველი
ნიკ რეილი (თავმჯდომარე)
ვალტერ გ. ბორსტი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)
პროდუქცია ავტომობილი
შემოსავალი 15,6 მლრდ. ევრო(2007)
თანამშრომელი 25.103 (მარტი, 2009)
საიტი opel.com

Adam Opel GmbH (ცნობილი, როგორც Opel - ოპელი) — გერმანული ავტომარკა, რომელიც 1929 წლიდან, სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ ამერიკულ სავტომობილო კონცერნ General Motors-ს ეკუთვნის. კომპანია დაარსდა 1863 წლის 21 იანვარს და დაიწყეს ავტომობილების გამოშვება 1899 წელს. ოპელი არის GM ევროპის ნაწილი და GM-ის უდიდესი კომპანია ევროპაში.

მისი შტაბ-ბინა და მთავარი ქარხანა მდებარეობს რიუსელსჰაიმში. ამას გარდა მას ქარხნები აქვს ბოხუმში, კაიზერსლაუტერნში და აიზენახში. გერმანიის გარდა ოპელი თავის პროდუქციას ევროპაში GM-ის შვილობილი კომპანიების ექვს ქარხანაში უშვებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: