შინაარსზე გადასვლა

ჯასტინ ტრიუდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ ტრიუდო
კანადის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 ნოემბერი, 2015
მონარქი  ელისაბედ II
ჩარლზ III
წინამორბედისტივენ ჰარპერი

კანადის მთავრობათაშორის საქმეთა და ახალგაზრდობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2015 – დღემდე
წინამორბედიდენის ლებელი

კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2013 – დღემდე
წინამორბედიბობ რაე

დაბადებული25 დეკემბერი, 1971 (1971-12-25) (52 წლის)
ოტავა, ონტარიო, კანადა
ეროვნებაკანადელი
პოლიტიკური პარტიაკანადის ლიბერალური პარტია
მამაპიერ ტრიუდო
დედამარგარეტ ტრიუდო
მეუღლესოფი გრეგუარი
შვილებიქსავიე ჯეიმზი; ელა-გრეის მარგარეტი; ადრიანი
განათლებამაკგილის უნივერსიტეტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერა
საიტიმთავრობის საიტი
პარტიის საიტი

ჯასტინ პიერ ჯეიმზ ტრიუდო (ინგლ. Justin Pierre James Trudeau; დ. 25 დეკემბერი 1971, ოტავა) — კანადელი პოლიტიკოსი, კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 4 ნოემბრიდან, კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი[1][2]. ჯასტინ ტრიუდომ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა კონსერვატიული პარტია. ამით იგი კანადის ისტორიაში მეორე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა.[3][4]

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჟან-დე-ბრეფის კოლეჯში. მიიღო ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში და ბაკალავრის პედაგოგის ხარისხი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ჩაატარა სოციალური კვლევა და ასწავლიდა ფრანგულ ენას და მათემატიკას ვესტ-პოინტის აკადემიაში და უინსტონ ჩერჩილის სახელობის საშუალო სკოლაში, ვანკუვერში. 2002 წლიდან მოყოლებული, ორი წლის განმავლობაში, სწავლობდა საინჟინრო პოლიტიკურ სკოლაში, მონრეალში. 2004 წელს იგი მუშაობდა რადიოსადგურ SKAS-ზე.

2013 წლის 14 აპრილს, იგი აირჩიეს კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერად — რეგიონულ არჩევნებში მან მიიღო ხმების 80%.

2015 წლის 19 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი კანადის ისტორიაში.

ჯასტინ ტრიუდო ცოლთან ერთად ტორონტოს კინოფესტივალზე

მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც იგი 6 წლის იყო. ჰყავს ძმა ალექსანდრე (დ. 25 დეკემბერი, 1973, ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი). მეორე ძმა, მიშელი (დ. 2 ოქტომბერი 1975 - გ. 13 ნოემბერი 1998, აბიტურიენტი) სათხილამურო სრიალის დროს დაიღუპა, ზვავი ჩამოწოლის შედეგად. მისი სხეული ნაპოვნი არ იქნა.

2005 წლის 28 მაისს ცოლად შეირთო ფოტომოდელი და ტელეწამყვანი სოფი გრეგუარი. ჰყავს სამი შვილი.

  1. „Justin Trudeau plans to announce his cabinet Nov. 4“.
  2. 'We're back,' Trudeau tells allies abroad.
  3. „Liberals projected to win majority“.
  4. „Justin Trudeau to be prime minister as Liberals surge to majority“.
  5. Justin and Sophie Trudeau Welcome Daughter Ella-Grace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
  6. Justin Trudeau welcomes baby son, Hadrian