ჩიტბატონა
იერსახე
ჩიტბატონა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Serinus pusillus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720045 | |||||||||||||||
|
ჩიტბატონა (ლათ. Serinus pusillus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად პატარაა, ჭრელად შეფერილი. მამალს თავზე წითელი „გვირგვინი“ ადგას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიონის და მცირე კავკასიონის, შუა აზიასა და სამხრეთ ყაზახეთის, თარბა ღათაის მთიანეთში. საქართველოში ბინადრობს ზღვის დონიდან 1500-3500 მ-მდე ტყის ზედა ზონასა და სუბალპურ მთიანეთში. კვერცხს დებს 2-ჯერ, თითო დადებაზე 3-5 ცალს. იკვებება სარეველების თესლით, პატარ-პატარა ჭიებით. ჩიტბატონას ზოგჯერ არასწორად Carduelis carduelis-ს ეძახიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 140.