შინაარსზე გადასვლა

შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შტატი (სიტყვიდან გერმ. Staat „სახელმწიფო, მმართველობა“) — ზოგიერთ ფედერაციულ წარმონაქმნებში (სახელმწიფო) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სუვერენიტეტის დონე.[1] შტატის სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი, ასევე მისი ხელისუფლების მოცულობის და კომპეტენციის დონე განისაზღვრება ფედერაციის კონსტიტუციით[2]. ამას გარდა, ზოგიერთ სახელმწიფოში შტატებს გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია.

შტატის სათავეში, როგორც წესი, დგას გუბერნატორი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ან დანიშნული როგორც ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის მეთაური ან როგორც უნიტარული სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეულის მეთაური.

თითოეულ შტატს ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში დამოკიდებულია შტატის მოსახლეობის რაოდენობაზე (მაგალითად, ინდოეთი), ხოლო ზოგჯერ თითოეულ შტატს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელთა ერთი და იგივე რაოდენობა (მაგალითად, აშშ, ბრაზილია).

სახელმწიფოთა სია, რომლებიც შედგებიან შტატებისაგან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა შტატების რაოდენობა ყველაზე დიდი შტატი ფართობის მიხედვით ყველაზე პატარა შტატი ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი შტატი მოსახლეობის მიხედვით ყველაზე პატარა შტატი მოსახლეობის მიხედვით
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 6 დასავლეთი ავსტრალია (2 645 615) ტასმანია (90 758) ახალი სამხრეთი უელსი (7 099 700) ტასმანია (502 600)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 26 ამაზონასი (1 570 745) სერჟიპი (21 910) სან-პაულუ (40 442 795) რორაიმა (451 227)
ვენესუელის დროშა ვენესუელა 23 ბოლივარი (240 528) ნუევა-ესპარტა (1 150) სულია (3 620 200) ამასონასი (142 200)
ინდოეთის დროშა ინდოეთი 28 რაჯასტანი (342 236) გოა (3702) უტარ-პრადეში (190 891 000) სიკიმი (540 493)
მალაიზიის დროშა მალაიზია 13 სარავაკი (124 450) პერლისი (821) სელანგორი (5 411 324) პერლისი (227 025)
მექსიკის დროშა მექსიკა 31 ჩიუაუა (244 938) ტლასკალა (4016) მეხიკო (15 175 862) ქვემო კალიფორნია (სამხრეთი) (424 041)
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზია 4 პონპეი (346) კოსრაე (110) ჩუუკი (53 595) კოსრაე (7 686)
ნიგერიის დროშა ნიგერია 36 ნიგერი (76 363) ლაგოსი (3 475) კანო (13 383 682) ებონიი (1 739 136)
აშშ-ის დროშა აშშ 50 ალასკა (1 717 854) როდ-აილენდი (4 005) კალიფორნია (37 253 956) უაიომინგი (532 668)
  1. Constitution of the United States of America: Tenth Amendment, Reserved Powers დაარქივებული 2007-03-09 საიტზე Wayback Machine.
  2. The Australian National Dictionary: Fourth Edition, pg 1395. (2004) Canberra. ISBN 978-0-19-551771-2.