შინაარსზე გადასვლა

საკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საკარი
მშობ. სახელი: ინგლ. Sakar Island

კუნძულები: უმბოი — დასავლეთით, ახალი ბრიტანეთი — აღმოსავლეთით და საკარი — ჩრდილოეთით.
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 5°24′50″ ს. გ. 148°05′40″ ა. გ. / 5.41389° ს. გ. 148.09444° ა. გ. / -5.41389; 148.09444
ფართობი 30 კმ²
უმაღლესი წერტილი 992 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი მომასე
პროვინცია მორობე

საკარი (ინგლ. Sakar Island) — კუნძული წყნარ ოკეანეში. მდებარეობს პაპუა-ახალ გვინეაში. ადმინისტრაციულად შედის მომასეს რეგიონის მორობეს პროვინციაში. კუნძულის ფართობი შეადგენს 30 კმ²-ს.

ელიპტიკური ფორმის კუნძული (9 კმ 7 კმ-ზე). კუნძული ამოწეულია ზღვის ფსკერიდან 2500 მეტრით და 200 მეტრ სიღრმეზე მიერთებულია წყალქვეშა კედლით კუნძულ უმბოისთან. კუნძულის საფუძველი აგებულია ავგიტური ბაზალტებით, ხოლო მისი ზედა ნაწილი — ლაბრადორიტული ბაზალტებით. ვულკანური კრატერი, დიამეტრით 1,5 კმ, შევსებულია ტბით, კუნძულის სამხრეთ ნაპირზე არსებობს ცხელი წყაროები. ვულკანური კუნძული ჩამოყალიბდა იმავე დასახელების ვულკანისაგან, ბისმარკის ზღვაში. ჩამოყალიბების სავარაუდო დროა — ჰოლოცენის ეპოქა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]