შინაარსზე გადასვლა

პრუდენტე დი მორაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრუდენტე დი მორაისი
პრუდენტე დი მორაისი
ბრაზილიის მე-3-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1894 – 15 ნოემბერი, 1898
წინამორბედიფლორიანუ პეიშოტუ
მემკვიდრემანუელ კამპუს სალისი

დაბადებული4 ოქტომბერი, 1841
იტუ, სან-პაულუ
გარდაცვლილი3 დეკემბერი, 1902
პირასიკაბა, სან-პაულუ
ხელმოწერა

პრუდენტე დი მორაისი (პორტ. Prudente José de Moraes Barros; დ. 4 ოქტომბერი, 1841, იტუ, სან-პაულუ — გ. 3 დეკემბერი, 1902, პირასიკაბა, სან-პაულუ) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის მესამე პრეზიდენტი (1894-1898).

პრეზიდენტი მორაისი დაიბადა სან-პაულის შტატის იტუს რაიონში, 1841 წლის 4 ოქტომბერს. 1863 წელს სან-პაულუს სამართლის სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ გადავიდა პირასიკაბაში, სადაც 2 წლის განმავლობაში ეწეოდა ადვიკატის პრაქტიკას.

1865 წელს დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. გაწევრიანდა ლიბერალურ პარტიაში და აირჩიეს პირასიკაბის ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრად. 1873 წლიდან რესპუბლიკური პარტიის წევრია.

1889-1890 წწ. ეკავა სან-პაულუს შტატის გუბერნატორის თანამდებობა. შემდეგ გახდა სენატორი, ხოლო 1891-1894 წწ. იყო სენატის ვიცე-სპიკერი.

1894 წლის 1 მარტს ბრაზილიაში გაიმართა პირველი საერთო სახალხო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პრუდენტე დი მორაისმა. მან მიიღო 276583 ხმა და დაამარცხა თავისი მთავარი კონკურენტი აფონსუ პენა. 15 ნოემბერს დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა. იგი ბრაზილიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო სახალხო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ასევე პირველი პრეზიდენტია სამოქალაქო პროფესიით (ადვოკატი). მისი მართველობის დროს მიმდინარეობდა კანუდოსის აჯანყება (1893–1897), რომელიც სასტიკად ჩაახშო ბრაზილიის არმიამ. გარდა ამისა, მორაისმა გადაჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხი: დააზუსტა საზღვარი არგენტინასთან, აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა პორტუგალიასთან, აიცილა ტერიტორიული პრეტენზიები დიდ ბრიტანეთთან.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პრეზიდენტი-პრუდენტი სახელს მის პატივსაცემად ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ფლორიანუ პეიშოტუ
ბრაზილიის პრეზიდენტი

18941898
შემდეგი:
მანუელ კამპუს სალისი