მარლის გოერი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 მარტი, 1958[1] (66 წლის) |
დაბ. ადგილი | გერა |
სიმაღლე | 165 |
წონა | 55 |
ქვეყანა | გერმანია და გდრ |
ჯილდოები | Patriotic Order of Merit in Gold, Patriotic Order of Merit in Gold და ხალხთა მეგობრობის ვარსკვლავის ორდენი |
მარლის ოელსნერი-გიორი (დ. 21 მარტი, 1958, გერა) — აღმოსავლეთ გერმანელი ყოფილი მძლეოსანი სპორტსმენი, 100 მეტრზე სპრინტის გამარჯვებული 1983 წლის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე. იგი 100 მეტრზე სპრინტში ზედიზედ თორმეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ტოპ 10-ში, აქედან ექვსი წელი პირველ ადგილს იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მან მოიგო მრავალი მედალი, როგორც სპრინტერმა მთავარ საერთაშორისო ჩემპიონატებზე და დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოელსნერის ქალიშვილობის გვარით ასპარეზობისას მარლისმა 100 მეტრზე მეორე ადგილი დაიკავა 1975 წელს ათენში გამართულ მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მის პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.[2] მომდევნო წელს, 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონრეალში, მან მოიპოვა კვალიფიკაცია 100 მეტრის ფინალში და მერვე ადგილი დაიკავა, მაგრამ მოიპოვა თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი აღმოსავლეთ გერმანიის 4 x 100 მ ესტაფეტის გუნდში.
მისი აღზევების წელი იყო 1977. ამ დროს მან მოიგო 100 მ სპრინტში ტიტული აღმოსავლეთ გერმანიის ჩემპიონატზე, დრეზდენში. მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი (10.88 წმ). ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა ირბინა 11 წამზე ნაკლებ დროში ელექტრონული ამთვლელით. იმავე წელს მან მოიგო 100 მ სპრინტი დიუსელდორფში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ესტაფეტაში.
მას ჰქონდა სირბილის უნიკალური სტილი, რომელსაც ეწოდა „საკერავი მანქანა“ (ან „სტაკატო“). ეს ნიშნავდა შედარებით მოკლე ნაბიჯების გადადგმას მაღალი სიხშირით.
მარლისმა განაგრძო დომინირება 1978 წელს, თუმცა ასპარეზობა გააგრძელა ქმრის გვარით (გიორი). მან ოქროს მედალი 100 მეტრზე მოიპოვა იმ წლის ევროპის ჩემპიონატზე პრაღაში და მხოლოდ წამის მეასედით დამარცხდა ლუდმილა კონდრატიევასთან (საბჭოთა კავშირი) 200 მეტრის სპრინტის დისტანციაზე.
1979 წელს, მონრეალში გამართულ მსოფლიო თასზე, იგი მეორე ადგილზე გავიდა 100 მეტრზე. გაიმარჯცა ეველინ ეშფორდმა (აშშ), რითაც დაიწყო მათი მეტოქეობა.
1980-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წლის დასაწყისში გიორმა დაადასტურა, რომ ოლიმპიური ოლიმპიური 100 მეტრი სპრინტის ფავორიტი იყო. მაისში, ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში, მან ირბინა 10.98 წამით პოტსდამში, რასაც მოჰყვა 11 წამი იენაში და 10.93 წამი დრეზდენში (მეორე საუკეთესო პირადი შედეგი 10.88 წამის შემდეგ) მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე გიორის მთავარი ოპონენტი იყო ლუდმილა კონდრატიევა (საბჭოთა კავშირი), რომელმაც 200 მეტრზე დაამარცხა გიორი 1978 წლის ევროპის ჩემპიონატზე. გიორმა ფინალი ცუდად დაიწყო და კონდრატიევამ დაამარცხა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, ისევ წამის მეასედით. ექვსი დღის შემდეგ, გიორმა მონაწილეობა მიიღო 4 x 100 , ესტაფეტის ფინალში და მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდით 41.60 წმ.
გიორმა კარგად დაიწყო 1981 წლის სეზონი და მოიგო ზედიზედ მესამე ევროპის თასი 100 მეტრზე ზაგრებში, 11.17 წამით. მიუხედავად ამისა, რომში მსოფლიო თასზე გორი კვლავ დამარცხდა. მას კვლავ ეველინ ეშფორდმა და ასევე კეტი სმოლვუდმა (დიდი ბრიტანეთი) აჯობეს. მომდევნო წელს 1982 წლის ევროპის ჩემპიონატი ათენში, გიორმა მოიგო და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ტიტული დაიცვა.
გიორ/ეშფორდის მეტოქეობა უკეთ გამოჩნდა 1983 წელს, როდესაც ორივემ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. პირველ რიგში, გიორმა დაამყარა საკუთარი მსოფლიო რეკორდი ოლიმპიური დღის შეხვედრაზე აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც დააფიქსირა 10.81 წმ. ამ რეკორდმა ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გასტანა, ეშფორდმა ის 10.79 წამამდე გააუმჯობესა. ორივე სპორტსმენი საუკეთესო ფორმაში იყო ჰელსინკიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. გიორმა და ეშფორდმაც მოიგეს თავიანთი ნახევარფინალები. სამწუხაროდ, ფინალი ანტიკლიმაქსიური იყო მას შემდეგ, რაც ეშფორდმა რბოლის დროს ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. გიორმა ოქროს მედალი 10.97 წამით მოიპოვა და მეორე ოქროს მედალი მიიღო 4 x 100 მ ესტაფეტაში.
მარლის გიორმა და ეველინ ეშფორდმა განაგრძეს დომინირება 100 მეტრზე 1984 წელს. წყვილმა სეზონის ყველაზე სწრაფი დრო ათჯერ დააფიქსირა. სამწუხაროდ, გიორმა ვერ შეძლო იმ წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ლოს ანჯელესში, აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების ბოიკოტის გამო. ეშფორდმა, უპირობოდ, ოქროს მედალი მოიპოვა. ეშფორდის დრო 10,97 წამი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა ოლიმპიურ თამაშებზე 11 წამის ქვემოთ დრო დააფიქსირა. მათ ციურიხში შეხვედრა ჰქონდათ, რომელშიც ეშფორდმა გაიმარჯვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (10.76 წმ).[3]
1986 წელს გიორი ორიენტირებული იყო თავისი 100 მეტრზე ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე შტუტგარტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მან დაიცვა თავისი ტიტული სეზონის საუკეთესო დროით (10.91 წმ) და გახდა პირველი ქალი, რომელმაც მოიგო სამი ევროპული 100 მ ტიტული. შემდეგ მან მეორე ოქროს მედალი მოიპოვა 4 x 100 მ ესტაფეტაზე. 1986 წლის ოქტომბერში მას მიენიჭა ხალხთა მეგობრობის ოქროს ვარსკვლავი (მეორე კლასი) სპორტული წარმატებისთვის.[4]
გორის ბოლო ორი გამოსვლა დიდ საერთაშორისო ჩემპიონატებში იყო 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში რომში და 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სეულში. ის 100 მეტრიანი სპრინტის ნახევარფინალს გამოეთიშა რომში, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა 4 x 100 მ ესტაფეტაში. რელე. ოლიმპიადაზე ის კვლავ 100 მეტრზე ასპარეზს გამოეთიშა ნახევარფინალში, მაგრამ ესტაფეტაში კიდევ ერთი ვერცხლი მოიპოვა. ეშფორდმა, რომელიც აშშ-ის ესტაფეტის გუნდში პირველი მორბენალი იყო, სამმეტრიანი დანაკლისი აღიდგინა და გიორს 1 მეტრით მოუგო.
ნარკოლოგიური ტესტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, შტაზის (საიდუმლო პოლიციის) ფაილები აღმოსავლეთ გერმანიის რეჟიმის პირობებში გავრცელებული ოფიციალური დოპინგის შესახებ გამოქვეყნდა.
მიუხედავად ამ ცნობებისა, გიორმა მხოლოდ 1975 წელს, 17 წლის ასაკში გამოავლინა დადებითი ტესტი ანდროგენულ სტეროიდებზე და ამტკიცებს, რომ აღარასოდეს გამოუყენებია ისინი.[2]
მსოფლიო რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღონისძიება | დრო | თარიღი | |
---|---|---|---|
1 | 100 მ სპრინტი | 10.88 | 1977 წლის 1 ივლისი |
2 | 4 X 100 მ ესტაფეტა | 41.85 | 1980 წლის 13 ივლისი |
3 | 4 X 100 მ ესტაფეტა | 41.60 | 1980 წლის 1 აგვისტო |
4 | 100 მ სპრინტი | 10.88 | 1982 წლის 9 ივლისი |
5 | 100 მ სპრინტი | 10.81 | 1983 წლის 8 ივნისი |
6 | 4 X 100 მ ესტაფეტა | 41.53 | 1983 წლის 31 ივლისი |
7 | 4 X 100 მ ესტაფეტა | 41.37 | 1985 წლის 6 ოქტომბერი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოერი World Athletics-ის გვერდზე
- Web Archive
- ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდი
- Web Archive
- გოერის სირბილის სტილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Athletics database
- ↑ 2.0 2.1 Franke, Werner; Brigitte Berendonk (1997). „Hormonal doping and androgenization of athletes: a secret program of the German Democratic Republic government“. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 მაისი 2011-ში. https://web.archive.org/web/20110514103044/https://www.clinchem.org/cgi/content/full/43/7/1262. წაკითხვის თარიღი: 8 January 2007.Franke, Werner; Brigitte Berendonk (1997). . Proceedings of the Doping in Sport Symposium. Archived from the original on 14 May 2011. Retrieved 8 January 2007.
- ↑ Evelyn Ashford hooked up with her old rival Marlies Göhr - 09.03.84 -…. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2023-03-12.
- ↑ „Hohe staatliche Auszeichnungen verliehen“ [Awarded high state awards]. Neues Deutschland (გერმანული). 42 (243). 15 October 1986. p. 6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 23 September 2018.