შინაარსზე გადასვლა

ლუქსემბურგის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსემბურგის გერბი

დიდი გერბი
ვერსიები

საშუალო გერბი

მცირე გერბი
დეტალები
გვირგვინი დიდი ჰერცოგის გვირგვინი
ფარმჭერები ორი სამეფო ლომი
ორდენები მუხის გვირგვინის ორდენი

ლუქსემბურგის გერბი — გაჩნდა შუა საუკუნეებში და წარმოიშვა ლიმბურგის საერისთაოს გერბიდან.

გერბი წარმოადგენს ფარს ათი ლურჯი და ვერცხლისფერი ჰორიზონტალური ხაზით. ფარზე გამოსახულია წითელი ორ კუდიანი, ოქროსფერ ენიანი სამეფო ლომი. ფარი დაგვირგვინებულია ჰერცოგის გვირგვინით. ფარს იჭერენ ფარმჭერები: ორი წითელ ენიანი სამეფო ლომი, რომელთა თავებიც შეტრიალებულია ფარისაგან. ფარს გარს აკრავს ლენტი მუხის გვირგვინის ორდენის ნიშნით. ეს კომპოზიცია მოთავსებულია მანტიაზე და დამშვენებულია დიდი ჰერცოგის გვირგვინით.

ასევე გამოიყენება საშუალო გერბი, წარმოადგენს ფარს ფარმჭერებით ორდენის ლენტის გარეშე, და პატარა გერბი — მხოლოდ დაგვირგვინებული საგერბო ფარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]