შინაარსზე გადასვლა

ეისაკუ სატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეისაკუ სატო
ეისაკუ სატო
სატო 1963 წლის 11 ოქტომბერს (62 წლის)
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 1964 – 7 ივლისი 1972
მონარქი  შიოვა
წინამორბედიჰაიატო იკედა
მემკვიდრეკაკუეი ტანაკა

დაბადებული27 მარტი, 1901
ტაბუსე, იაპონია
გარდაცვლილი3 ივნისი, 1975 (74 წლის)
ტოკიო, იაპონია
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეჰიროკო სატო
შვილებირიუტარო სატო
შინჯი სატო
განათლებატოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტი
ხელმოწერა
სატოს და აშშ-ს პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის შეხვედრა

ეისაკუ სატო (იაპონ. 佐藤 榮作; დ. 27 მარტი, 1901 — გ. 3 ივნისი, 1975) — იაპონელი პოლიტიკოსი და იაპონიის 39-ე პრემიერ-მინისტრი. ის თანამდებობას იკავებდა 1964—1972 წლებში. სატო იყო იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც XX საუკუნეში დაიბადა.

სატო დაიბადა 1901 წლის 27 მარტს იამაგუტის პრეფექტურის ქალაქ ტაბუსეში. ის სწავლობდა გერმანიის მართლმსაჯულებას ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში. 1923 წელს მან ჩააბარა უკანასკნელი სახელმწიფო გამოცდა და მომდევნო წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახდა სახელმწიფო მოსამსახურე რკინიგზის სამინისტროში. 1944—1946 წლებში სატოს ეკავა ოსაკას რკინიგზის ბურეაუს დირექტორის თანამდებობა, 1947—1948 კი — ტრანსპორტირების მინისტრის მოადგილის.[1]

1949 წელს სატო შევიდა იაპონიის პარლამენტში, როგორც ლიბერალური პარტიის წევრი.

1951 წლის ივლისიდან 1952 წლის ივლისამდე მას ეკავა ფოსტის და ტელეკომუნიკაციების მინისტრის თანამდებობა. სატოს იაპონური პოლიტიკური წოდებები თანდათანობით გაიზარდა, როდესაც 1953 წელს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, შიგერუ იოშიდას მინისტრთა კაბინეთის მთავარ დივნად დაინიშნა. 1952—1953 წლებში ის მშენებლობის მინისტრი იყო.

მას შემდეგ, რაც ლიბერალური პარტია და იაპონიის დემკრატიული პარტია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ლიბერალ-დემოკრალტიული პარტია, 1957 სატომ დაიკავა პარტიის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარის პოსტი. სატო იყო ფინანსთა მინისტრი მისი ძმის, ნობუსუკე კიშის და ჰაიატო იკედას მინისტრთა კაბინეტში.

1961—1962 წლებში სატო იყო საერთაშორისო ვაჭრობის და ინდუსტრიის მინისტრი. 1963—1964 წლებში თანადროულად იყო ჰოკაიდოს განვითარების სააგენტოს და მეცნიერებათა და ტექნოლოგიის სააგენტოს ხელმძღვანელი. აგრეთვე სატო ხელმძღვანელობდა 1964 წლის საზაფხულო ოლიმპიადიას, რომელიც იაპონიაში იმართებოდა.

1964 წლის 9 ნოემბერს სატომ ჩაანაცვლა იკედა ავადმყოფობის გამო. მისი მთავრობა იყო უფრო ხანგრძლივი ვიდრე სხვები და 1960-იანი წლების ბოლოს მან განაცხადა, რომ ეყოლებოდა ერთპარტიული მთავრობა. ის იყო პოპულარული პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის გაზრდის და საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც იყო გაწონასწორებული ქმედება აშშ-ს და ჩინეთის იტერესებს შორის. სტუდენტთა პოლიტიკურ რადიკალიზაციას წინ უძღვოდა მრავალი საპროტესტო აქცია სატოს მახარდაჭერის წინააღმდეგ აშშ-იაპონიის თავდაცვითი ხელშეკრულების და ვიეტნამში ამერიკული სამხედრო ოპერაციების შესახებ. ეს აქციები გადაიზარდა მასიურ აჯანყებად, რამაც სატო აიძულა 1969 წელს საბოლოოდ დაეხურა პრესტიჟული იაპონიის უნივერსიტეტი ერთი წლით.[2]

პრემიერ-მინისტრის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სატომ უარი თქვა მეოთხე წელზე. მისმა შემდგომა, ტაკეო ფუკუდამ მოიპოვა სატოს ფრაქციის მხარდაჭერა შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნები მასზე პოპურალურმა, კაკუეი ტანაკამ მოიგო, რამაც დაასწულა სატოს ფრაქციის ხელისუფლებაში ყოფნა.

ურთიერთობები ჩინეთთან და ტაივანთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატო არის იაპონიის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწვია ტაივანს თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს. 1965 წელს მან მიიღო $150 მილიონი დოლარი სესხად ტაივანისგან. 1967 წელს ის ეწვია ტაივანს. 1969 წელს, სატომ დაიჟინა, რომ ტაივანის თავდაცვა საჭირო იყო იაპონიის უსაფრთხოებისთვის. ის ძალიან ბევრ სადავო საკითხებში ეთანხმებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ მან დაგმო ნიქსონის ვიზიტი ჩინეთში.[3] ის ასევე სასტიკად ეწინააღმდეგებოდა 1971 წლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთა ლიგაში შესვლას.

1967 წლის 11 დეკემბერს სატომ წარადგინა სამი კანონი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რაც ნიშნავდა ატომური იარაღის არაწარმოებას, არამფლობელობას და არაგამოყენებას. სატოს პრემიერ-მინისტრობის დროს, იაპონიამ ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე. 1971 წელს იაპონიის პარლამნეტმა მიიღო რეზოლუცია კანონების მიღების შესახებ. 1974 წელს ამის გამო ესაკუ სატომ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

თუმცა ამჟამინდელი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ კულისების უკან, სატო იყო უფრო დამთმობი აშშ-ს გეგმების მიმართ, რაც ამერიკული ატომური სადგურების იაპონიის მიწაზე განთავსებას გულისხმობდა. 2008 წლის დეკემბერში, იაპონიის მთავრობამ გაამჟღავნა დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ 1965 წლის იანვარში მისი ვიზიტის დროს, სატო ამერიკასთან განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ.[4] 2009 წლის დეკემბერში მისმა შვილმა განაცხადა, რომ მამამისი ეთანხმე 1969 წლის საუბრისას პრეზიდენტ ნიქსონთან, ეთანხმებოდა ატომური საბრძოლო სადგურების დადგმას ოკინავაში.[5]

ოკინავას სადავო საკითხები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ოკინავა ოკუპირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 1965 წლის აშშ-ში ვიზიტის დროს, სატომ ღიად სთხოვა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს დაებრუნებინა ოკინავა იაპონიისთვის. 1965 წლის აგვისტოს ის გახდა იაპონიის პირველი ომის შემდგომი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწვია ოკინავას.

1969 წელს, სატომ დადო ხელშეკრულება აშშ-ს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან, რის მიხედვითაც აშშ-ს უნდა დაებრუნებინა ტერიტორია სამშობლოსთვის და აეღო იქიდან ბირთვული იარაღი. განაწილება საკამათო იყო, რადგან ის ნებას რთავდა აშშ-ს ჯარებს იაპონიაში, შეენარჩუნებინათ ბაზები ოკინავაზე.[6] ოკინავა, სენკაკუს კუნძულების ჩათვლით, ფორმალურად იაპონიას 1972 წლის 15 მაისს დაუბრუნდა.

ურთიერთობები სამხრეთაღმოსავლეთ აზიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატოს თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1966 წელს იაპონიამ მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის შექმნაში და დაიკავა მინისტრული დონის კონფერენცია სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ეკომოკურ განვითრებაში.[7] ეს იყო პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ ომის შემდგომ პერიოდში.. 1967 წელს, სატო ასევე იყო პირველი იაპონელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწვია სინგაპურს. ის ასევე მნიშვნელოვნად მხარს უჭერდა ვიეტნამის ომის დროს სამხრეთ ვიეტნამის მთავრობას.

1974 წელს სატომ შონ მაკბრაიდის შემდეგ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ის დაჯილდოვდა იაპონელი ხალხის მშვიდობიანი მომავლის წარდგენისათვის და ბირთვული იარაღის გავურცელებლობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერისთვის.[8] ის იყო პირველი აზიელი ვინც მიიღო ეს ჯილდო (1973 წელს ვიეტნამელი პოლიტიკოსი, ლე დიკ ტჰო გახდა პირველი აზიელი, რომელიმაც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ მან უარი თქვა დაჯილდოებაზე).[9]

1975 წლის 19 მაისს რესტორანში ყოფნის დროს, სატომ მიიღო ძლიერი გულის შეტევა, რაც მისი კომაში ჩავარდნით დასრულდა. ის გარდაიცვალა 3 ივნისს ჯიკეის უნივერსიტეტის სამედიციონი ცენტრში 74 წლის ასაკში.

1926 წელს სატო დაქორწინდა დიპლომატ იოსუკე მაცუოკას ქალიშვილზე, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, რიუტარო და შინჯი. იაპონიის 37-ე პრემიერ-მინისტრი, ნობუსუკე კიში იყო მისი უფროსი ძმა.

  • Allinson, Gary D. Japan’s Postwar History. Cornell University Press (2004) ISBN 0-8014-8912-1
  • Ambrose, Stephen & Brinkley, Douglas. The Rise to Globalism. Longman (1998). ISBN 0-14-026831-6.
  • Feiler, Bruce. Learning to Bow:Inside the Heart of Japan. Harper (2004). ISBN 0-06-057720-7
  • MacMillan, Margaret. Nixon and Mao: The Week that Changed the World. Random House (2008). ISBN 0-8129-7057-8
  • Eddy Dufourmont, "Satô Eisaku, Yasuoka Masahiro and the Re-Establishment of 11 February as National Day: the Political Use of National Memory in Postwar Japan", in Wolfgang Schwentker and Sven Saaler ed., The Power of Memory in Modern Japan, Global Oriental, 2008, p. 204–222.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Nobel Peace Prize 1974. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  2. Feilier. Learning to Bow. Page 80
  3. MacMillan. Nixon and Mao: The Week that Changed the World
  4. Editorial: The U.S. nuclear umbrella, past and future. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-19. ციტირების თარიღი: 2015-05-29.
  5. Document on secret Japan-U.S. nuclear pact kept by ex-PM Sato's family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-17. ციტირების თარიღი: 2015-05-29.
  6. Ambrose. The Rise to Globalism. Page 235
  7. Hoshiro, Hiroyuki. (7 May 2007) Postwar Japanese and Southeast Asian History - A New Viewpoint. Research and Information Center for Asian Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  8. Eisaku Sato. The Norwegian Nobel Institute. ციტირების თარიღი: 21 January 2015.
  9. Pace, Eric (1990-10-14). „Le Duc Tho, Top Hanoi Aide, Dies at 79“. The New York Times. ციტირების თარიღი: 21 October 2013.[მკვდარი ბმული]