გონდორი
გონდორი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ნუმენორელთა სამხრეთი სამეფო შუახმელეთის ტერიტორიაზე.
დაარსდა ნუმენორის განადგურების შემდეგ, ისილდურისა და ანარიონის, მისი ძმის მიერ. თუმცა, სამეფოს მართავდა მათი მამა, ელენდილი. გონდორის ძლიერება იზრდებოდა და იგი მესამე ეპოქის ბოლომდე მყარად იდგა, თუმცა ბეჭდის ომის პერიოდში ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. საურონის განადგურების შემდეგ მას ელესარი, ისილდურის მემკვიდრე მართავდა. გონდორი იყო მეოთხე ეპოქის ადამიანთა ზეობის ცენტრი. შუახმელეთის ადრეული ეპოქების ლეგენდებისა და ზღაპრების მოპოვება მისი ხალხის დიდი შრომის შედეგია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანორიენი
გონდორის რეგიონი, რომელიც მდებარეობდა თეთრი მთების აღმოსავლეთით. მას მინას ანორი, იგივე მინას ტირითი მართავდა.
- ბელფალასი
სამხრეთ გონდორის ერთ-ერთი მამული, მორთონდისა და გილრაინის მდინარეებს შორის.
- კალენარდონი
მწვანე ლანდშაფტი გონდორის ჩრდილოეთით, ანორიენის ნაწილი. მას შემდეგ, რაც აქ ეოთეოდები დასახლდნენ, ცნობილი გახდა როჰანის სახელით. მიწა ეოთეოდებს კირიონისგან გადაეცა.
- ლოსარნახი
მდინარე ერუისთან მდებარე ველი. მდებარეობდა მინდოლუინისა და მინას ტირითის სამხრეთით და დასავლეთით. აქ ნუმენორიდან მოსულებმა გონდორის სამეფო დააარსეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გონდორი — საიტზე Tolkien Gateway
|
|
|