გეტო
გეტო (ვენეც. gheto, ლათ. GLĬTTU[M]) — არემარე, რაიონი, სადაც ხალხი სპეციფიკური რასის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ან ვიწრო კულტურული ან რელიგიური ნიშნით ცხოვრობს როგორც ჯგუფი, ნებით თუ ძალდატანებით, გარე სამყაროსგან სხვადასხვა ხარისხის იზოლაციით. სიტყვა ისტორიულად მიუთითებს სპეციფიკურად ვენეციურ გეტოზე, ვენეციაში, იტალია, სადაც ებრაელებს ევალებოდათ ცხოვრება. მოგვიანებით ეს სახელი დაერქვა უბნებს სხვა ქალაქებშიც, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. შესაბამისი გერმანული ტერმინია Judengasse; მაროკოულ არაბულ ენაზე გეტოებს მელაჰს უწოდებდნენ.
ტერმინი ამჟამად ზოგადად ნებისმიერ უკიდურესად ღარიბ ქალაქურ უბანზე მიუთითებს. ბოლო დროს მან მკვეთრად ნეგატიური მნიშვნელობა მიიღო, და მისი ხმარება რასობრივი, ეთნიკური და კულტურული არატოლერანტობის ნიშნად მიიჩნევა. შესაბამისად, მის ალტერნატივად იყენებენ უფრო ნეიტრალურ გამოთქმებს, როგორიცაა მაგ. „ეკონომიკურად განუვითარებელი რაიონები“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გეტო“ ვიკისაწყობში.
- Ghetto Living, Chicago West Side 1890-1930 დაარქივებული 2018-02-27 საიტზე Wayback Machine.