შინაარსზე გადასვლა

გესტაპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გესტაპოს ადმინისტრირებას სს-ის ოფიცრები ეწეოდნენ
გესტაპოს ოფიცრები, ოპერაცია თეთრი ავტობუსის დროს

გესტაპო (შემოკლებულია გერმ. Geheime Staatspolizei-დან, „საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია“) — მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია 1933-1945 წლებში. ორგანიზაციულად გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. შეიქმნა ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლთა გასანადგურებლად. გესტაპო ითვლება ნაციზმის ტერორის სიმბოლოდ.

1933 წლის 26 აპრილს გერინგის დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია გესტაპო. პრუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანო, რომელიც პირადად ექვემდებარებოდა ჰერმან გერინგს, იმავე დღეს რუდოლფ დილსი დანიშნულ იქნა მოადგილედ ამ პოლიციის.

1933 წლის 22 ივნისს გამოვიდა პოლიციის სპეციალური დავალება, რომელიც ითვალისწინებდა ჩინოვნიკებისათვის თვალყურის დევნებას.

1933 წლის 30 ივნისს გამოვიდა მსგავსი სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებდა მუშათა კლასის და სტუდენტებისთვის თვალყურის დევნებას.

1936 წელს გესტაპოს მმართველად იმპერიამ დანიშნა ჰაინრიხ ჰიმლერი.

1936 წლის 17 ივნისის დეკრეტის მიხედვით გესტაპომ მიიღო ოფიციალური სტატუსი.

1936 წლის 10 თებერვალს გერინგმა, როგორც პრუსიის პრემიერ მინისტრმა, ხელი მოაწერა გესტაპოს ძირითად კანონებს. გესტაპოს უკვე ევალებოდა ყველა მტრულად განწყობილი ძალების საქმეების გამოძიება მთელ ტერიტორიებზე, ასევე აიკრძალა გესტაპოს ყოველი ოპერაციის განსჯა. გესტაპოს ეველებოდა საზოგადოების ყველა საშიში ძალის გამოაშკარავება და აღკვეთა.

1939 წლის 27 სექტემბერს, როდესაც შეიქმნა იმპერიის უშიშროების მთავარი სამმართველო გესტაპო შევიდა როგორც მე-4 სამმართველო.

სტრუქტურა და მიზნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამის შემდეგ გესტაპოს მეთაურობდა ჰაინრიხ მიულერი. მისი ცენტრალური სამსახური შედგებოდა 1500 კაცისგან. გესტაპოს შინაგანი სტრუქტურა შედგებოდა 5 განყოფილებისგან:

დანარჩენი 4 ქვეგანყოფილება მოქმედებდა იგივე მიზნებით აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის ქვეყნებში. 1943 წლის რეორგანიზაციის შემდეგ გესტაპომ, როგორც IV E — იმპერიის უშიშროების მთავარი სამმართველოს განყოფილებამ მიიღო ახალი სახელწოდება გამოამშკარავებელი და მებრძოლი მოწინააღმდეგეებისადმი

  • გესტაპოს IV A — ქვეგანყოფილების მოქმედების სფერო დარჩა უცვლელი.
  • 1 სექტორი ებრძოდა კომუნისტურ იდეებს და მტრულ პროპაგანდას
  • 2 სექტორი ებრძოდა საბოტაჟს
  • 3 სექტორი ებრძოდა სხვა არა მარქსისტულ ოპზიციონერებს
  • * IV F — განყოფილება იყოფოდა 2 სექტორად: სასაზღვრო პოლიციად და საპასპორტო ბიუროდ.

ბრძოლაში ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გესტაპო იყენებდა წამების ათასგვარ აკრძალულ ხერხებს. გესტაპოს მიერ დახვრეტილთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. მთელს გერმანიის იმპერიაში ჩამოყალიბდა გესტაპოს აგენტების უზარმაზარი ქსელი. მოსახლეობის გადაქცევა აგენტებად მიდიოდა შანტაჟისა და ტერორის გზით. აგენტებს იბირებდნენ იქ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება ქტიურად მიმდინარეობდა. ეს ძირითადად ეხებოდა მომსახურე პერსონალს კაფეებში, რესტორნებში, სატუმროებში და ა.შ.

1945 წელს მესამე რაიხის დაცემის შემდეგ გესტაპო გამოცხადდა კანონგარეშედ და 1946 წელს ნიურბერგის სამხედრო ტრიბუნალზე გესტაპოს ლიდერების უმეტესობას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]