გერიონი
იერსახე
გერიონი (ბერძ. Γηρυών) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კუნძულ ერითიას მეფე, ქრიზაორეს და ნიმფა კალიროეს შვილი, ექიდნეს ძმა, სამთავიანი და სამტანიანი ბუმბერაზი, რომელსაც მხოლოდ მუცლის არე ჰქონდა მთლიანი. ექვსხელა და ექვსფეხა უზამფარს სამი ფარი ეჭირა და მოწინააღმდეგეს თავზარს სცემდა. ქვეყნიერების უკიდურეს დასავლეთში ჰქონდა საბრძანებელი და კუნძულ ერითეაზე ჰყავდა ოქროსფერი (წითელი) საქონლის ჯოგი, რომელსაც მწყემსავდა ბუმბერაზი ევრიტიონი და დარაჯობდა ორთავიანი ძაღლი ორთროსი. ჰერაკლემ ჯოგი მოსტაცა, ისრები დაუშინა და კომბლით მოუსწრაფა სიცოცხლე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 113, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გერიონი“ ვიკისაწყობში.