ბელარუსის კულტურა
ბელარუსის კულტურა — ბელარუსის კულტურა საუკუნეების მანძილზე მრავალი ფაქტორის გავლენით იქმნებოდა. ძირითადი ფაქქტორები იყო: ფიზიკური გარემო, ბელორუსების ეთნიკური წარმომავლობა (სლავური და პირეთის ტომების შერწყმის პროცესი), ადრეული პაგანიზმი, მართლმადიდებლური ქრისტიანობა.[1]
ბელორუსის კულტურაზე ადრეული გავლენაა მაგდებურგის უფლებები, რომელიც მუნიციპალიტეტებს თვითმართველობას ანიჭებდა და გერმანული ქალაქების კანონზე იყო დაფუძნებული. ეს უფლება მეფეების მიერ გადაეცემოდათ XIV-XV საუკუნეების ისეთ ქალაქებს როგორებიცაა: ბრესტი, გროდნო, სლიცკი და მინსკი.[1]
1517-19 წლებში ფრანცისკ სკორინამ (1490-1552) ბიბლია თარგმნა ძველ ბელარუსულად. პროტესტანტული რეფორმაციამ მოახდინა გავლენა ბელორუსულ კულტურაზე, XIV-XVII საუკუნეებში განიხილებოდა რეფორმატული იდეები, ქვეყანაში სტამბები და სკოლების რაოდენობა გაიზარდა.[1]
XVIII-XVIII საუკუნეებში ბელარუსი თავადაზნაურობა მოქცეული იყო რუსული დაპოლონური კულტურის გავლენის ქვეშ, ხოლო ბელარუსული კულტურა არსებობას განაგრძობდა გლეხობაში, ფოლკლორის, ტრადიციული ტანისამოსის და ეთნიკური ჩვეულებების საშუალებით.[1]
ბელარუსული ლიტერატურის განვითარება და ეროვნული გრძნობების გამოღვიძება უკავშირდება იანკა კუპალას (1882–1942) და იაკუბ კოლასის (1882–1956) ნაშრომებს. ამ პოეტების ლექსები მიიჩნევა თანამედროვე ბელარუსული პოეზიის კლასიკად.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელარუსს აქვს ოთხი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის ორს ის ინაწილებს მეზობელ ქვეყნებთან: მირის ციხესიმაგრე, ნესვიჟის ციხესიმაგრე, ბელოვეჟის ტევრი (ინაწილებს პოლონეთთან) და სტრუვეს გეოდეზიური რკალი (ინაწილებს ცხრა ქვეყანასთან ერთად).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Contemporary Belarusian Art and Painting დაარქივებული 2019-07-21 საიტზე Wayback Machine.
- National Art Museum of the Republic of Belarus
- Performance biennial International დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.