შინაარსზე გადასვლა

ბაიკონური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაიკონურის მდებარეობა ყაზახეთის რუკაზე.
ბაიკონური და მდ. სირდარია.

ბაიკონური (ყაზახ.: Байқоңыр; რუს.: Байконур), ყოფილი ლენინსკი — ქალაქი ყაზახეთში, რუსეთისთვის მიქირავებული და ამ უკანასკნელის ადმინისტრაციაში. ქალაქი აშენდა ბაიკონურის კოსმოდრომის მომსახურებისთვის და საბჭოთა პერიოდში დახურული ქალაქის სტატუსი ჰქონდა. ოფიციალურად ამჟამინდელი სახელი ბორის ელცინის მიერ დაერქვა 1995 წლის 20 დეკემბერს.

თავდაპირველი ბაიკონური მაღაროელთა ქალაქი იყო ამჟამინდელი ადგილიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობდა. სახელწოდება "ბაიკონური" კოსმოდრომს ეწოდა 1961 წელს, როდესაც იური გაგარინის გაფრენის შემდეგ საავიაციო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი წესდების მიხედვით მოითხოვა საბჭოთა კავშირს დაესახელებინა სტარტის ადგილი. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უცხოეთისათვის "შეეთავაზებინა" კოსმოდრომიდან 350 კილომეტრით დაშორებული პატარა დასახლების – ბაიკანურის სახელი.[1] სახელი ბაიკონური ყაზახურად ნიშნავს "მდიდარ ყავისფერს" ანუ "ნაყოფიერ მიწას დიდი ბოსტნებით". კიდევ ერთი ახსნა სახელის შეცვლისა შეიძლება იყოს ამ ადგილის ძველი სახელი "ტიურატამი", რაც გატეხილ ისარს ნიშნავს და კოსმოსური პოლიგონისთვის მიზანშეუწონელი იქნებოდა. თუმცა რკინიზგის სადგურს ამ ადგილას ძველი დასახლების სახელი შემორჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ლეონიდ ვლადიმიროვის წიგნიდან "Советский космический блеф" (მაინის ფრანკფურტი, 1973 წელი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიკონური“-დან