ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი
ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი (Stenella frontalis) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ბინადრობს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში. უფროს ინდივიდებს მთელს სხეულზე ძალიან გამორჩეული ლაქებიანი შეფერილობა აქვთ.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი პირველად 1828 წელს კუვიემ აღწერა. ინდივიდების ფიზიკურ ფორმებს შორის მნიშვნელოვანი ვარიაციები შეიმჩნევა, რის გამოც სპეციალისტები დიდი ხნის მანძილზე ტაქსონომიურ კლასიფიკაციაში ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ. დღეისთვის მხოლოდ ერთი სახეობაა აღიარებული, თუმცა დიდი, განსაკუთრებით ლაქებიანი დელფინები ფლორიდის მახლობლადაა შემჩნეული, რომელიც შეიძლება ფორმალურად სუბსახეობად შეიძლება იქნეს კლასიფიცირებული.
ბაჰამის კუნძულებზე ატლანტიკურ ლაქებიან დელფინებს ბოთლცხვირა დელფინებთან შეწყვილებისას დააკვირდნენ.[1] რიჩ ლედაკის გამოკვლევის თანახმად, ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი შეიძლება ბოლთლცხვირა დელფინებთან (Tursiops-ის გვარი) უფრო ახლოს იყოს, ვიდრეStenella-ს გვარის სხვა დელფინებთან.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატლანტიკური დელფინის შეფერილობა ზრდასთან ერთად იცვლება. ახალშობილები თეთრი-ნაცრისფერი შეფერილობის არიან და ერთი ან არცერთი ლაქა აქვთ. 3-4 წლის ასაკიდან მათ ლაქები უჩნდებათ.[2]
დელფინთა სხვა სახეობებთან შედარებით ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი საშუალო ზომისაა. ახალშობილები 89-109 სმ-ის სიგრძის არიან. ზრდასრული მამრები 2.26 მეტრის სიგრძის არიან და 140 კილოგრამს იწონიან, ხოლო მდედრები 2.29 მეტრის სიგრძის არიან და 130 კილოგრამს იწონიან. პანტროპიკულ ლაქებიან დელფინთან შედარებითატლანტიკური ლაქებიანი დელფინი უფრო ძლიერი აღნაგობისაა. ეს სახეობა თავის ჰაბიტატს პანტროპიკულ ლაქებიან დელფინთან და ბოთლცხვირა დელფინებთან იყოფს.
ქცევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატლანტიკური ლაქებიანი დელფინები ძალიან სოციაბილური ცხოვეები არიან და 5-15 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობენ. ხშირად ჯგუფებს ბოთლცხვირა დელფინებთან ერთად ქმნიან. არიან სწრაფი მოცურავეები. შეწყვილებისას ერთი მამრი რამდენიმე მდედრთან წყვილდება. ატლანტიკური ლაქებიანი დელფინის ორსულობის პერიოდი დაახლოებით 11 თვეს გრძელდება. დედები შვილებზე 5 წლის მანძილზე ზრუნავენ, თუმცა დედებს დასვენებაში ჯგუფიც ეხმარება.[3][4] ქცევის სხვადასხვა ფორმის დროს ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი სხვადასხვა ხმას გამოსცემს: უსტვენს, ბზუის, ყეფს და ყივის.[5]
ატლანტიკური ლაქებიანი დელფინები ჯგუფურად ნადირობენ ღამ-ღამობით. ისინი საკბილოს, უმთავრესად პატარა თევზებს, თაფეხიანებს, როგორიცაა კალმარები და უხერხემლოებს სტრატეგიულად წრეში აქცევენ და ერთდროულად ესხმიან თავს. 60 მეტრის სიღმეზე ჩაყვინთვა შეუძლიათ და წყლის ქვეშ 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა.[4]
პოპულაცია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი ატლანტის ოკეანის ზომიერი და ტროპიკული სარტყლების წყლებში ბინადრობს. ყველაზე ხშირად გოლფსტრიმის დასავლეთ ნაწილში, ფლორიდასა და ბერმუდის კუნძულებს შორის აკვირდებიან. ბაჰამის კუნძულებზე ტურისტებისთვის დელფინებთან ერთად ცურვაა შესაძლებელი.[6] ატლანტიკური ლაქებიანი დელფინი ბინადრობს მექსიკის ყურეშიც. უფრო იშვიათად აღნიშნული სახეობა აღმოსავლეთით აზორისა და კანარისკუნძულებთანაც შეუმჩნევიათ. ყველაზე ჩრდილოეთით ატლანტიკური ლაქებიანი დელფინები კეიპ კოდთან შეამჩნიეს. ამ სახეობის გავრცელების სამხრეთი საზღვრები რიუ-გრანდი-დუ-სული-დან აფრიკის დასავლეთ სანაპირომდე სივრცეა, თუმცა ამ წყლებში მათი გავრცელების მასჭტაბები ნაკლებადაა შესწავლილი.
დღეისთვის ბაჰამის კუნძულებზე 200 ატლანტიკური ლაქებიანი დელფინია. სხვა დელფინებთან მსგავსი გარეგნობის გამო ამ სახეობის ზუსტი პოპულაციის გარკვევა რთულია. კველლვების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ატლანტიკური ლაქებიანი დელფინის მიახლოებითი რაოდენობა 100 000-ია.
ინტერნეტ რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Voices in the Sea - Sounds of the Atlantic Spotted Dolphin დაარქივებული 2012-08-08 საიტზე Wayback Machine.
- Whale and Dolphin Conservation Society
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Herzing, D. (2011). Dolphin Diaries: My 25 Years with Spotted Dolphins in the Bahamas. Macmillan, გვ. 132–147. ISBN 978-0-312-60896-5.
- ↑ Herzing, Denise L. (October 1997). „The life history of free-ranging Atlantic Spotted Dolphins (Stenella frontalis): Age classes, color phases, and female reproduction“. Marine Mammal Science. 13 (4): 576–595. doi:10.1111/j.1748-7692.1997.tb00085.x.
- ↑ Atlantic spotted dolphin. Whales.org.
- ↑ 4.0 4.1 Atlantic Spotted Dolphin. animalia.bio.
- ↑ Herzing, Denise L. (1996). „Vocalizations and associated underwater behavior of free-ranging Atlantic Spotted dolphins, Stenella frontalis and bottlenose dolphins, Tursiops truncatus“. Aquatic Mammals. 22 (2): 61–79.
- ↑ Bimini Dolphin Discovery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 3 April 2014.