С-60
С-60 — საბჭოთა 57 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი. აღნიშნული ქვემეხი შემუშავდა 1940-იანი წლების შუა პერიოდში. იარაღს აგრეთვე იყენებდა ვარშავის ხელშეკრულების, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]57მმ საზენიტო ქვემეხზე მუშაობა დაიწყო ვასილი გრაბინის საკონსტრუქტურო ბიუროში, ლევ ლოკტევის ხელმძღვანელობით 1944 წელს მიხეილ ლოგინოვის თეორიულ საფუძვლებზე, С-60 УСВ-ის პირველი გამოცდა მოხდა 1946 წლის ბოლოს დონგუზის პოლიგონზე. აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდა და 1950 წლის იანვარში მიღებული იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაზე 57მმ ავტომატური საზენიტო ქვემეხი С-60-ს სახელით. ამავე წელს დაიწყო მისი სერიული წარმოება.
С-60 გახდა პირველი საბჭოთა სახმელეთო დისტანციური დამიზნების ქვემეხი. С-60 იყო ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი, რომელიც მაგრდებოდა ოთხსაბურავიან სადგამზე, რაც საშუალებას იძლეოდა მისი გადატანა განხორციელებულიყო სატვირთო მანქანით. იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება, ხოლო უკან საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას 2 წუთი.
მოდიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- АК-725- С-60-ს სამხედრო-საზღვაო ვერსია მიღებული 1958 წელს.
- ЗИФ-72- სრულად ავტომატიზირებული სამხედრო-საზღვაო ვერსია.
- ЗСУ-57-2- С-60-ს თვითმავალი ვერსია 2 ცალი 57 მმ-იანი С-60ის ქვემეხით.
- Type-80- ЗСУ-57-2-ის ჩინური ვერსია.
ტექნიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კალიბრი - 57მმ
- მომსახურე პერსონალი - 8 კაცი
- წონა საბრძოლო მდგომარეობაში - 4.8 ტ
- ჭურვის საწყისი სიჩქარე - 1000 მ/წ
- საცეცხლე ზონა სიშორის მიხედვით - 6000 მ
- საცეცხლე ზონა სიმაღლის მიხედვით - 4000 მ
- საჰაერო მიზნის მაქსიმალური სიჩქარე - 450 მ/წ
- სროლის ტემპი - 120 გასროლა/წთ
ომებში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]С-60-ს გამოყენება
- ავღანეთის ომი
- ექვსდღიანი ომი
- ინდო-ჩინეთის მეორე ომი,
- ირან-ერაყის ომი,
- სპარსეთის ყურის ომი
- ჩეჩნეთის პირველი ომი
- რუსეთ-საქართველოს ომი