შინაარსზე გადასვლა

Amused to Death

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amused to Death
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 7 სექტემბერი, 1992
ჩაიწერა 1988–1992
ჟანრი როკ-მუსიკა, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 72:45
ლეიბლი Columbia
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ნიკ გრიფითსი, პატრიკ ლეონარდი
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
The Wall – Live in Berlin
(1990)
Amused to Death
(1992)
In the Flesh – Live
(2000)
სინგლები ალბომიდან Amused To Death
  1. „What God Wants, Part 1“
    გამოცემის თარიღი: 24 აგვისტო 1992
  2. „The Bravery of Being Out of Range“
    გამოცემის თარიღი: 1992
  3. „Three Wishes“
    გამოცემის თარიღი: 1992 (ბრიტანეთი)
ალტერნატიული გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Blender4/5 stars[2]
Entertainment Weekly(A-)[3]
Sputnikmusic4/5 stars [4]

Amused to Deathბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის კონცეპტუალური სტუდიური ალბომი, გამოცემული 1992 წლის 7 სექტემბერს.

Amused to Death-ში მიმოიხილება უოტერსის უკმაყოფილება თანამედროვე დასავლური საზოგადოებით, გამოხატულია მასმედიისა და ომების კრიტიკა. ალბომი შთაგონებულია ნილ პოსტმენის წიგნით „საკუთარი თავის სიკვდილამდე გართობა“, სადაც იგივე თემებზეა საუბარი.

ისევე, როგორც როჯერის დანარჩენი ალბომები, ეს ალბომიც კონცეფტუალურია. სიუჟეტი ტრიალებს პატარა მაიმუნის ირგვლივ (რომელშიც ადამიანი იგულისხმება) — იგი ზის ტელევიზორთან და არხებს რთავს. ალბომის მსვლელობისას მსმენელი არაერთ თემას ხვდება — აქ არის პოლიტიკური და სოციალური მოტივები, მათ შორის სპარსეთის ყურის ომის, ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის ისტორიები.

ალბომი წარმოდგენილია QSound ტექნოლოგიით — ეს არის ისეთი ჟღერადობა, რომელიც მსმენელს აძლევს საშუალებას, მოისმინოს ალბომი ოთხ აუდიოდინამიკს შორის, რაც სხვადასხვა ხმოვანი ეფექტის რეალურობის შეგრძნებას ტოვებს.

ალბომზე მოწვეული სტუმრების სახით უკრავენ და მღერიან — ჯეფ ბეკი (გიტარა — 1, 2, 10, 11, 12, 13 და 14 სიმღერები), ბი ჯეი კოული (გიტარა — 3 და 4 სიმღერები), დონ ჰენლი (Watching TV). ჯგუფის Red Hot Chili Peppers ბას-გიტარისტმა ფლიმ ამ ალბომის სიმღერისათვის „It's a Miracle“ ჩაწერა ბას-გიტარის პარტია, მაგრამ ეს იყო სიმღერის განსხვავებული ვერსია, რომელიც ალბომში არ შეიტანეს.

Amused to Death მოხვდა ამერიკული ბილბორდის ჩარტის #21 ადგილზე, რასაც ხელი შეუწყო სინგლმა What God Wants, Part I (#4 ბილბორდის ჩარტში).

ალბომის მხარდასაჭერად საკონცერტო ტურნე არ ჩატარებულა, რადგან უოტერსს იგი დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ მინიმუმ 2 მილიონი დისკის გაყიდვის შემთხვევაში. ერთი წლის მანძილზე არ გაყიდულა ამ ალბომის მილიონი ასლიც. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა სრულდებოდა როჯერის 1999-2002 და 2006-2008 წლების ტურნეებზე.

2015 წლის ივლისში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა. იგი წარმოდგენილია 5.1 და ახალი სტერეო მიქსის სახით. სიმღერების უმეტესობა რემასტერის სახეს ატარებს, რამდენიმე მათგანი კი ახალი მიქსია.[5]

ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Ballad of Bill Hubbard“4:19
2.„What God Wants, Part I“6:00
3.„Perfect Sense, Part I“4:16
4.„Perfect Sense, Part II“2:50
5.„The Bravery of Being Out of Range“4:43
6.„Late Home Tonight, Part I“4:00
7.„Late Home Tonight, Part II“2:13
8.„Too Much Rope“5:47
9.„What God Wants, Part II“3:41
10.„What God Wants, Part III“4:08
11.„Watching TV“6:07
12.„Three Wishes“6:50
13.„It's a Miracle“8:30
14.„Amused to Death“9:06
საერთო ხანგრძლივობა:01:12:45

ალბომი – ბრიტანეთი

წელი პოზიცია
1992 8[6]

ალბომიბილბორდი (აშშ)

წელი ჩარტი პოზიცია
1992 ბილბორდ 200 21

სინგლები

წელი სიმღერა ჩარტი პოზიცია
1992 What God Wants Pt. 1 ბილბორდის მეინსტრიმული როკი 4[7]
1992 What God Wants Pt. 1 ბრიტანეთის სინგლების ჩარტები 35[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. allmusic ((( Amused to Death > Overview ))). www.allmusic.com. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  2. Every Original CD Reviewed: Pink Floyd - Blender. www.blender.com. ციტირების თარიღი: 2009-10-26.[მკვდარი ბმული]
  3. Amused to Death. ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  4. Roger Waters - Amused To Death Review - sputnikmusic. www.sputnikmusic.com. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  5. https://consequenceofsound.net/2015/04/roger-waters-announces-newly-remixed-version-of-amused-to-death/
  6. Chart Stats – Roger Waters – Amused To Death. www.chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 26 October 2009.
  7. Roger Waters: Billboard Singles. www.allmusic.com. Allmusic.
  8. UK Top 40 Hit Database. everyhit.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2015.