შინაარსზე გადასვლა

გერმანული პინჩერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანული პინჩერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 11-16 კგ.
სიმაღლე 41-48 სმ.
ბეწვი მრავალფეროვანი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გერმანული პინჩერი (გერმ. Deutscher Pinscher) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XVIII საუკუნეში.

ეს ტერიერი გერმანელი ფერმერების უნივერსალური დამხმარეა. ის ანადგურებს მღრღნელებს, იცავს შინაური ცხოველების ფარებს და ადამიანის საცხოვრებელს, გარდა ამისა, ის არის ჯუჯა პინჩერის წინაპარი და "თავისი წვლილი შეიტანა" დობერმანის შექმნაში. გერმანული პინჩერი ლამაზი, საშუალო ზომის ძაღლია მოკლე, მბზინავი ბალნით. მისგან შეიძლება გამოსულიყო იდეალური კომპანიონი, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო, ეს ჯიში დღესდღეობით იშვიათია. ცოცხალი და დამჯერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გერმანული პინჩერი საიმედო, მაღალი ხმის მქონე მოდარაჯეა და ამასთან კარგად იწვრთნება. სხვა პინჩერების და ტერიერების მსგავსად, ის არასოდეს არიდებს თავს სხვა ძაღლებთან ჩხუბს, ამიტომ მისი "საბრძოლო" ინსტინქტების მოსათოკად პატრონის მხრიდან მკაცრი მოპყრობაა საჭირო.

გერმანულ პინჩერს აქვს გრძელი დრუნჩი, ხშირი, მოკლე, გლუვი, მბზინავი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს მოყვითალო ყავისფერი, შავი ხორბლისფრით, მუქი ყავისფერი. მუქი, ოვალური თვალები საშუალო ზომისაა. გერმანული პინჩერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]